იმის მიუხედავად, რომ სეზონის სტარტზე პარი სენ-ჟერმენის #1 ნომერი ლუკას შევალიე გახდა, 2026 წლის დასაწყისში სიტუაცია თავიდან ბოლომდე შეიცვალა და ახლა პარიზული გუნდის მთავარი მეკარე სულ სხვა ადამიანია — საუბარი რა თქმა უნდა მატვეი საფონოვზეა, რომელიც სეზონის ბოლოს პსჟ-ს დატოვებას გეგმავდა, თუმცა ახლა რუსი მეკარე ლუის ენრიკესთვის ხელშეუხებელ ფეხბურთელად იქცა.
დიახ, ესპანელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, მატვეი საფონოვი პარი სენ-ჟერმენის პირველი ნომერი გახდა, ხოლო ლუკას შევალიე ოფიციალურად სკამზე გადაჯდა. თუ აქამდე 26 წლის რუსი მეკარე მხოლოდ როტაციაში ხვდებოდა და გუნდის გამოცვლასაც სერიოზულად ფიქრობდა, ახლა ის ჩემპიონთა ლიგის ბოლო გამარჯვებული გუნდის მთავარი მეკარეა და კლუბი მის გასხვისებას აღარ აპირებს.
რას შეეხება ლუკას შევალიეს პოზიციას, 24 წლის ფრანგი კარის დარაჯი პირველი ნომრობისთვის ბრძოლას გააგრძელებს, რაც ლუის ენრიკეს გეგმებშიც შედის — ესპანელის მიზანია თითოეულ პოზიციაზე კონკურენცია გაიზარდოს, რათა გუნდის სათამაშო ხარისხმა აიწიოს და შედეგებიც გაუმჯობესდეს.













