გავლენიანი ფრანგული გამოცემები ახალ ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც ირკვევა, ლუის ენრიკემ ზაფხულში ახალი მეკარის დამატება მოითხოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ შევალიე & საფონოვიდან ერთ-ერთი გუნდს აუცილებლად დატოვებს.
ზემოხსენებული წყაროების ინფორმაციით, დღეს, პარი სენ-ჟერმენის დატოვებასთან უფრო ახლოს ლუკას შევალიეა, რადგან როგორც ირკვევა ფრანგ მეკარესა და ლუის ენრიკეს შორის არც ისე კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რასაც საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც ესპანელმა სპეციალისტმა 24 წლის კარის დარაჯი სკამზე გადასვლა.
როგორც ცნობილი ხდება, ლუკას შევალიეს მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული კლუბი უკვე იჩენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში პარი სენ-ჟერმენმა ფრანგის სანაცვლოდ სოლიდური შეთავაზება თუ მიიღო, პარიზელები ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებენ. რაც შეეხება მატვეი საფონოვს, ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, რუსი მეკარე მომდევნო სეზონშიც პარი სენ-ჟერმენის ღირსებას დაიცავს.













