კოტ-დიუვარელი მცველის, არმელ ზოჰურის დამატების შემდეგ, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა იბერიამ მორიგი ტრანსფერი განახორციელა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, გუნდმა ცენტრ-ფორვარდი ანეს რუსევიჩი დაიმატა, რომელიც ბოლოს რაბოტნიჩკიში თამაშობდა, გასულ სეზონში ბოსნიის ჩემპიონობა იზეიმა, მანამდე კი ბატესთან ერთად ბელარუსის ჩემპიონი გახდა.
ამჟამად ანესი იბერიელებთან ერთად წინამოსამზადებელ პერიოდს გადის ბულგარეთში, სადაც დედაქალაქურმა გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩიც ჩაატარა და ალბანეთის ჩემპიონ ეგნატიასთან ფრედ 2-2 ითამაშა.
ეგნატიასთან მატჩში მონაწილეობა არ მიუღია გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ივა გელაშვილს. როგორც ცნობილია, მას იბერიასთან მოქმედი კონტრაქტი აქვს, წინასწარი შეთანხმებით, ის გუნდს აქტიურად უნდა დახმარებოდა ევროტურნირებზე, თუმცა, მის კონტრაქტში, წერია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, გელაშვილს ზაფხულში საკუთარი სურვილით შეუძლია გუნდის დატოვება და დიდი ალბათობით, ის ამ პუნქტს გამოიყენებს.
როგორც იბერიას მენეჯმენტი აცხადებს, კლუბი ამ საკითხზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს და უახლოეს მომავალში კიდევ 2 ტრანსფერს განახოეციელებს.













