დადასტურებულად — პეპ გვარდიოლასთან შეთანხმებით, სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტის ორი ცენტრალური მცველი დატოვებს. საუბარი რა თქმა უნდა ნათან აკესა და ჯონ სტოუნსზეა, რომლებიც ახალ სეზონს აუცილებლად ახალ გუნდებში დაიწყებენ.
კლუბში ფიქრობენ, რომ ორივე მათგანმა მანჩესტერ სიტიში საკუთარი თავი ამოწურა და უმჯობესია მათი ადგილი ახალმა ფეხბურთელებმა დაიკავონ.
ჯონ სტოუნსი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მისი დამატება სრულიად უფასოდ იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ნათან აკეს, რომ არა ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი, დიდი შანსი იყო, რომ ეტიჰად სთედიუმი მიმდინარე თვეში დაეტოვებინა, თუმცა ნიდერლანდელის პოტენციურმა ტრანსფერმა ზაფხულამდე გადაიწია. 30 წლის ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში მისი დამატება საკმაოდ დაბალ თანხად იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება მიმდინარე თვის გეგმებს, მანჩესტერ სიტი ახალ ცენტრალურ მცველს 100% დაიმატებს, რადგან დაცვის ორი ლიდერი ტრავმირებულია. იოშკო გვარდიოლი ამ სეზონში დიდი ალბათობით ვეღარ ითამაშებს, ხოლო რუბენ დიაში 6 კვირამდე იუქმებს, სწორედ ამიტომ, "ქალაქელები" მინიმუმ ერთ ცენტრალურ მცველს აუცილებლად იყიდიან, #1 სამიზნე კი როგორც წინა დღეებში მოგახსენეთ კრისტალ პალასის კაპიტანი მარკ გეჰია.













