როგორც რამდენიმე დღის წინ უკვე მოგახსენეთ, ფლორიან ვირცის ტრანსფერზე მუშაობა როგორც მანჩესტერ სიტიმ, ისე ლივერპულმაც დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელსა და ბაიერნს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა, გერმანელი "ათიანის" გარშემო სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლივერპული ძალიან ახლოსაა ფლორიან ვირცის ტრანსფერის დახურვასთან. დიახ, მერსისაიდელები ამ მომენტისთვის ფავორიტები არიან და როგორც ჩანს საქმის ბოლომდე მიყვანასაც გეგმავენ. ფლორიან ვირცის წარმომადგენლებმა ბაიერნის უფროსობას უკვე განუცხადეს, რომ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ და მხოლოდ ლივერპულში სურს.
ლივერპული ტრანსფერის დახურვას უახლოეს დღეებში გეგმავს. საუბარია დაახლოებით €120-150 მილიონიან გარიგებაზე. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, არნე სლოტის გუნდი ლევერკუზენის კიდევ ერთ ფეხბურთელს გაიფორმებს. შეგახსენებთ, ლივერპულმა ჟერემი ფრიმპონგის ტრანსფერი უკვე დახურა.













