ფენერბაჰჩე და ჟოზე მოურინიო მომდევნო სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ. როგორც ცნობილი ხდება, პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბისგან სრულ მხარდაჭერას ელოდება, შესაბამისად, მიმდინარე შემადგენლობა დიდი ალბათობით სერიოზულად გაძლიერდება.
ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფენერბაჰჩე ორი გამოცდილი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს — საუბარია კაილ უოკერსა და სონ ჰინ მინზე! ორივე ფეხბურთელის მიმართ ინტერესი რეალური და დასტურებულია, მეტიც, ჟოზე მოურინიო როგორც სამხრეთ კორეელ შემტევს, ისე ინგლისელ განაპირა მცველსაც პირადად უკვე ესაუბრა.
კაილ უოკერი მილანიდან უკან, მანჩესტერ სიტიში დაბრუნდა, თუმცა მისი კლუბში დარჩენა გამორიცხულია. 35 წლის განაპირა მცველის სატრანსფერო ფასი დაახლოებით €3-5 მილიონია. ხოლო რაც შეეხება სონ ჰინ მინს, 32 წლის ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება €25-30 მილიონის ფარგლებშია.
უახლოეს კვირებში სონისა და უოკერის ფენერბაჰჩეში პოტენციურ ტრანსფერებთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













