იუვენტუსში მომდევნო სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები წერენ, "ბიანკონერის" საკმაოდ დატვირთული 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ექნება და სოლიდური თანხის დახარჯვის გარდა, კლუბი თავისუფალი აგენტების დამატებასაც გეგმავს.
ორი ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერზეც იუვენტუსი უკვე მუშაობს ქსავერ შლაგერი და მარკოს სენესი არიან. როგორც ლაიფციგის ნახევარმცველი, ისე ბორნმუთის ცენტრალური მცველიც მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, "ბიანკონერი" კი ორივე მათგანის დამატებას გეგმავს.
ტურინული კლუბის უფროსობა დაჩქარებული წესით მუშაობს ზემოხსენებული ფეხბურთელების ტრანსფერებზე, რადგან კონკურენცია დიდია და როგორც შლაგერის ისე სენესის მიმართაც დიდი ინტერესია. იუვენტუსის ხელმძღვანელობა იმედიანად არის და სჯერათ, რომ მომდევნო სეზონისთვის ამ ორი ფეხბურთელის დამატება შეუძლიათ. უახლოეს კვირებში შლაგერისა და სენესის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, თუმცა ერთი რამ ფაქტია, ტურინული გრანდი ორივე მათგანის დასამატებლად ყველაფერს გააკეთებს.













