26 წლის გოლეადორს საოცარი სეზონი აქვს! გიოკერეშმა მოახერხა და 28 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა, რასაც 6 საგოლე გადაცემაც დაუმატა. ასეთი სტატისტიკის ფონზე ლოგიკურია, რომ ფეხბურთელის გარშემო საუბრები არ წყდება.
გიოკერეშით ისეთი ტოპ კლუბები ინტერესდებიან როგორიც არის მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ბაიერნი, ბარსელონა, რეალ მადრიდი, არსენალი, პსჟ და ჩელსი! დიახ, ამ გუნდების ინტერესი დადასტურებულია. ფეხბურთელის აგენტთან კლუბების წარმომადგენლები მუდმივ კონტაქტზე არიან, თუმცა ყველას ზაფხულამდე მოცდა მოუწევს.
რამდენს ითხოვს სპორტინგი შვედი ფორვარდის სანაცვლოდ?
ვიქტორ გიოკერეშს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €100 მილიონი უწერია და ალბათ ძნელად წარმოსადგენია, რომ სპორტინგი შვედს ამაზე ნაკლებად შეელევა. წინ სეზონის მეორე ნახევარია და დიდია იმის ალბათობა, რომ არსებულ სტატისტიკას ფეხბურთელი კიდევ უფრო გააუმჯობესებს, რაც პორტუგალიურ კლუბს რა თქმა უნდა აწყობს — ისინი თამამად მოითხოვენ იმ თანხას, რაც ფეხბურთელს ხელშეკრულებაში უწერია.

უახლოეს თვეებში ზემოთ ხსენებული კლუბები უფრო მეტად გააქტიურდებიან. მოსალოდნელია სხვა ტოპ გუნდების საქმეში ჩართვაც. 2025/26 სეზონს ვიქტორ გიოკერეში ახალ კლუბში დაიწყებს, ეს ამბავი გადაწყვეტილია.