ოფიციალურად — ნიკო უილიამსმა ატლეტიკ ბილბაოსთან კონტრაქტი 2035 წლამდე გაახანგრძლივა! ინფორმაციას ბასკური კლუბი ადასტურებს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ 22 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა ორჯერ გაიზარდა და დაახლოებით €100 მილიონამდე მიაღწია.
იმის მიუხედავად, რომ ნიკო უილიამსის ტრანსფერზე ბარსელონა, ბაიერნი და არსენალი მუშაობდნენ, ესპანელმა ფეხბურთელმა მშობლიურ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.
"როდესაც გადაწყვეტილებების მიღება მიწევს, ჩემთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია თუ რას მიკარნახებს გული.
მე იქ ვარ, სადაც მინდა, რომ ვიყო, ჩემს ხალხთან! ბილბაო ჩემი სახლია. აუპა ატლეტიკ!"













