პავლოვიჩი ადგილობრივი პარტიზანის აღზრდილია, სადაც ჯამში 4 წელი გაატარა. შემდეგ იყო მონაკოში ტრანსფერი, სადაც შეიძლება ითქვას, ფეხბურთელმა ვერ გაამართლა. 2022 წელს სტრაინიამ ფრანგული კლუბი დატოვა და კარიერა ავსტრიულ ზალცბურგში გააგრძელა, სადაც კარიერის საუკეთესო ორი წელი გაატარა. გასულ ორ სეზონში, სერბი მცველი რედ ბულის გუნდის სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელი წევრი იყო.
ფეხბურთელს სერბეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2020 წლის 3 სექტემბერს ჰქონდა, როცა ჯერ კიდევ 19 წლის იყო. საკლუბო ფეხბურთისგან განსხვავებით, პავლოვიჩს ნაკრებში თავის დამკვიდრება არ გაუჭირდა. ფეხბურთელი ევრო 2024-ზე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რის ფონზეც მის მიმართ ინეტერსი კიდევ უფრო გაიზარდა.
საქმეში ინგლისური გუნდები იყვნენ, კერძოდ ევერტონი და ბრენტოფრდი... აქტიურობდა ატლეტიკო მადრიდიც, თუმცა ფეხბურთელმა, როდესაც მილანის ინტერესის შესახებ გაიგო, ყველა სხვა შეთავაზება დაბლოკა. "როსონერი" და ზალცბურგი ტრანსფერზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ და როგორც ჩანს, მხარეები ბოლოში გავიდნენ. ფონსეკა პავლოვიჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ელოდება, იქ სადაც მილანი წინასასეზონო ტურნირს ატარებს.













