ტეო ერნანდესი მილანის დასატოვებლად ემზადება. იმის მიუხედავად, რომ ფრანგი განაპირა მცველის ტრანსფერი ალ ჰილალში ჩაიშალა, ფეხბურთელი მილანში მაინც არ დარჩება და მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს "როსონერის" მაინც დატოვებს.
ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმას, ტეო ერნანდესის ტრანსფერზე ატლეტიკო მადრიდი მუშაობს, მეტიც, მადრიდულ კლუბსა და 27 წლის ფეხბურთელს შორის პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია. ფრანგ ფეხბურთელს მშობლიურ გუნდში დაბრუნება სურს. შეგახსენებთ, ტეო ერნანდესი ატლეტიკო მადრიდის აკადემიის აღზრდილია, საიდანაც 2017 წელს რეალ მადრიდში გადაბარგდა.
მილანი ფრანგ განაპირა მცველს დაახლოებით €25-30 მილიონად აფასებს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ფეხბურთელი მომავალ წელს თავისუფალი აგენტი ხდება. როგორც ჩვეთვისაა ცნობილი, ატლეტიკო მადრიდი პირველ ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. ჩოლო სიმეონემ ტეო ერნანდესის ტრანსფერი პირადად მოითხოვა!













