
ლოიდ კელი ნიუკასლიდან კარიერას ტურინულ გრანდში გააგრძელებს. მხარეებს შორის შეთანხმება სულ რამდენიმე წუთის წინ შედგა. 26 წლის ინგლისელ ცენტრალურ მცველს იტალიაში უახლოეს საათებში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
26 წლის ფეხბურთელის გარდა, იუვენტუსი საბა გოგლიჩიძის, ჟან-კლერ ტოდიბოსა და კევინ დანსოს კანდიდატურებსაც განიხილავდა, თუმცა არჩევანი მაინც ინგლისელზე გაკეთდა. იუვენტუსი ლოიდ კელის სანაცვლოდ დაახლოებით €18 მილიონს გადაიხდის.














