ტურინის იუვენტუსი ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს. იტალიაში, ტიაგო მოტას გუნდი სატრანსფერო ფანჯარაზე ყველაზე მეტად აქტიურობს, რისი შედეგიცაა 4 საკმაოდ კარგი ტრანსფერის განხორციელება, თუმცა გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს! სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი მიკელე დი გრეგორიოს, დუგლას ლუიზის, ხეფრენ ტურამისა და ხუან კაბალის შემდეგ, კიდევ გეგმავს რამდენიმე ტრანსფერის დახურვას. მთავარი სამიზნეები ჟან-კლერ ტოდიბო და ტენ კუპმაინერსი არიან.
ახალი ფეხბურთელებით გუნდით შევსება გრძელდება, ხოლო რაც შეეხება ძველ კადრებს, ტიაგო მოტამ დიდი რევოლუცია დაანონსა და ტრანსფერზე 10 ფეხბურთელზე მეტი დააყენა:
- ვოიცეხ შჩესნი;
- ტიაგო ჯალო;
- დანიელე რუგანი;
- მატია დე შილიო;
- ვესტონ მაკკენი;
- ფედერიკო კიეზა;
- არტურ მელო;
- არკადიუშ მილიკი;
- ფილიპ კოსტიჩი;
- ჯანლუკა ფრაბოტა;
- ფაკუნდო გონსალესი;
- მარლეი აკე;
- ჰანს ნიკოლუსი-კავილია;
ეს ფეხბურთელები იუვეს აუცილებლად დატოვებენ - ზოგი მათგანი უფასოდ წავა, ზოგის სანაცვლოდ კი კლუბი საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებს. ამ სიაში მყოფებმა, კარგად იციან მოტას და კლუბის სურვილის შესახებ და ახალ კლუბებს უკვე ეძებენ.














