შეთანხმება შედგა — ტიაგო სილვა კარიერას პორტუში გააგრძელებს! ვეტერან ბრაზილიელ ფეხბურთელს პორტუგალიაში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ტიაგო სილვა პორტუსთან 6-თვიან ხელშეკრულებას გააფორმებს, თუმცა მხარეებს სეზონის ბოლოს კონტრაქტის 1-წლით გახანგრძლივება შეეძლებათ.
მას შემდეგ, რაც ვეტერანმა ფეხბურთელმა ფლუმინენსე დატოვა, ბრაზილიელ ფეხბურთელს უამრავ კლუბს უკავშირებდნენ, მათ შორის მილანსა და ფიორენტინასაც, თუმცა როდესაც საქმეში პორტუ ჩაერთო, 41 წლის მოთამაშემ გადაწყვეტილება მარტივად მიიღო და პორტუგალიური კლუბის შემოთავაზებას დათანხმდა.
შეგახსენებთ, ტიაგო სილვას ბოლო ევროპული კლუბი ჩელსი იყო, სადაც 2020-2024 წლებში თამაშობდა.













