ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გავიხსენებთ იმ გარიგებებს, რომლებიც 1 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით ჩაიშალა.
იმის მიუხედავად, რომ ზაფხულში ბევრი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა, საკმაოდ ბევრიც ჩაიშალა და რამდენიმე მათგანის გამორჩევა ნამდვილად შეგვიძლია.
- ფლორიან ვირცი მანჩესტერ სიტიში
მანჩესტერულმა კლუბმა პეპ გვარდიოლას მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. იმის მიუხედავად, რომ გერმანელის ტრანსფერზე მუშაობა პირველად სიტიმ დაიწყო, ფლორიან ვირცი საბოლოო ჯამში ლივერპულში გადაბარგდა.
- ბრუნო ფერნანდეში ალ ჰილალში
სოლიდური ხელფასის მიუხედავად, პორტუგალიელი ოლდ ტრაფორდზე დარჩა.
- ადემოლა ლუკმენი ინტერში
თითქმის 1-თვიანი სატრანსფერო საგა იმით დასრულდა, რომ ატალანტამ ნიგერიელი ფეხბურთელი "ნერაძურიში" არ გაუშვა.
- ნიკო უილიამსი ბარსელონაში
ტრანსფერი, რომელსაც მთელი საფეხბურთო სამყარო ელოდებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში ნიკო უილიამსმა კატალონიურ კლუბში გადასვლას ბილბაოში დარჩენა ამჯობინა.
- მარკ გეჰი ლივერპულში
ინგლისელმა მცველმა მერსისაიდულ კლუბში სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა, თუმცა ამის მიუხედავად, "არწივებმა" გარიგება ბოლო მომენტში ჩაშალეს.
- ბენჟამინ შეშკო ნიუკასლში
ალექსანდერ ისაკის შემცვლელი, თუმცა ახალაგზრდა ფორვარდმა ედი ჰაუს გუნდს უარი უთხრა და კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელა.
- ჩავი სიმონსი ჩელსიში
გარნაჩოს მსგავსად, ყველა ელოდება, რომ ჩავი სიმონსიც ჩელსიში გადაბარგდებოდა, თუმცა ენცო მარესკას გუნდს სხვა ლონდონურმა კლუბმა, კერძოდ ტოტენჰემმა აჯობა.
- ვიქტორ ბონიფეისი მილანში
ნიგერიელმა ფორვარდმა "როსონერიში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, თუმცა იტალიური კლუბის უფროსობამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაშალა, რადგან ისინი ფეხბურთელის კონდიციებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ბოლომდე არ ენდობოდნენ.
- ჯეიდონ სანჩო რომაში
იმის მიუხედავად, რომ "ჯალოროსი" როგორც ფეხბურთელს, ისე მანჩესტერ იუნაიტედსაც საკმაოდ სოლიდურ თანხას სთავაზობდა, ინგლისელმა იტალიურ კლუბს მაინც უარი უთხრა და ასტონ ვილაში გადაბაგრდა.
- ვიქტორ ოსიმენი ალ ჰილალში
საუდის კლუბის შეთავაზება საკმაოდ სოლიდური და ხმაურიანი იყო, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, ნიგერიელმა გალათასარაიში დარჩენა გადაწყვიტა.
- ლუის დიასი ბარსელონაში
დეკუსთვის #1 სამიზნე, თუმცა კატალონიელებმა ლივერპულის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა ვერ მოიახერხეს, ლუის დიასი კი ბაიერნში წავიდა.
- რანდალ კოლო მუანი იუვენტუსში
ფრანგმა ფეხბურთელმა "ბიანკონერიში" დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთა, თუმცა იუვენტუსი და პსჟ ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ. კოლო მუანი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ტოტენჰემში აღმოჩნდა.
- სანტიაგო ხიმენესი რომაში
აგვისტოს თვეში, მაქს ალეგრიმ მექსიკელი ფორვარდის გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა, თუმცა 24 წლის ფეხბურთელმა ყველაფერი გააკეთა და "როსონერიში" მაინც დარჩა.
- არტემ დოვბიკი მილანში
უკრაინელი ფორვარდი ცალი ფეხით "როსონერიში" იყო, თუმცა სანტიაგო ხიმენესმა რომას ყველანაირი შემოთავაზება დაბლოკა, შესაბამისად, ფეხბურთელების გაცვლა გამოირიცხა.
- ნიკ ვოლტემადე ბაიერნში
23 წლის ფეხბურთელი ბაიერნის #1 სამიზნე იყო, თუმცა შტუტგარტმა "რეკორდმაისტერის" 3 შეთავაზება დაბლოკა. საბოლოო ჯამში ახალგაზრდა ფორვარდი ნიუკასლში გადავიდა.













