ტოპ ლიგებში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა სულ რაღაც 17 დღეში იხსნება და ვფიქრობთ, წინ საკმაოდ დატვირთული იანვრის თვე გველოდება.
იმის ფონზე, რომ ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატიც იმართება, სეზონის შუაში დიდი შანსია ბევრი საინტერესო გარიგება განხორციელდეს.
ამ სტატიაში იმ ფეხბურთელებს გამოვყოფთ, რომლებიც მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტები ხდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბებს ამ მოთამაშეებთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება ან თუნდაც ნახევარ ფასად დამატება 2026 წლის 1 იანვრიდან შეეძლებათ.
TOP 25 — ფეხბურთელები, რომლებიც 2026 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხდებიან
- იბრაჰიმა კონატე, 26 წლის, ლივერპული;
- დაიო უპამეკანო, 27 წლის, ბაიერნი;
- მარკ გეჰი, 25 წლის, კრისტალ პალასი;
- ბერნარდუ სილვა, 31 წლის, მანჩესეტრ სიტი;
- დუშან ვლაჰოვიჩი, 25 წლის, იუვენტუსი;
- მაიკ მენიო, 30 წლის, მილანი;
- ლეონ გორეცკა, 30 წლის, ბაიერნი;
- სერჟ გნაბრი, 30 წლის, ბაიერნი;
- ანტონიო რუდიგერი, 32 წლის, რეალ მადრიდი;
- იულიან ბრანდტი, 29 წლის, დორტმუნდი;
- ენდრიუ რობერტსონი, 31 წლის, ლივერპული;
- ფრანკ კესი, 28 წლის, ალ აჰლი;
- რობერტ ლევანდოვსკი, 37 წლის, ბარსელონა;
- კოკე, 33 წლის, ატლეტიკო მადრიდი;
- დანი კარვახალი, 33 წლის, რეალ მადრიდი;
- ნიკლას ზიულე, 30 წლის, დორტმუნდი;
- პაულო დიბალა, 32 წლის, რომა;
- რაფაელ გერეირო, 31 წლის, ბაიერნი;
- სტეფან ორტეგა, 32 წლის, მანჩესტერ სიტი;
- ემრე ჯანი, 31 წლის, დორტმუნდი;
- ვიტალი მიკოლენკო, 26 წლის, ევერტონი;
- ვესტ მაკკენი, 27 წლის, იუვენტუსი;
- ჰარი ვილსონი, 28 წლის, ფულემი;
- ლორენცო პელეგრინი, 29 წლის, რომა;
- ანდრეას კრისტენსენი, 29 წლის, ბარსელონა.













