დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ტორპედო 7 ფეხბურთელმა დატოვა. ნიკა სანდოხაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ელიტონ ჟუნიორი, გიული მანჯგალაძე, ლაშა შერგელაშვილი, მომო იანსანე და ჟორჟინიო ახალი სეზონიდან იმერული კლუბის ღირსებას აღარ დაიცავენ.
ტორპედომ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. 2025 წლის სეზონის დაწყებამდე გუნდი ორ შეკრებას გაივლის — ჯერ ქობულეთში, 10 თებერვალს კი ქუთაისელები ესპანეთში გაემგზავრებიან, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
წყარო & ფოტო: FC Torpedo Kutaisi
წყარო & ფოტო: FC Torpedo Kutaisi













