საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. გუნდი თურქეთში გაემგზავრა, სადაც ერთთვიან შეკრებას გაივლის.
როგორც უკვე ცნობილია, იბერიამ 4 ტრანსფერი განახორციელა - ანდრია ბართიშვილი, პაატა ღუდუშაური, ზვიად ნაჭყებია და აკაკი გიუნაშვილი.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, იბერიელებმა ამ ზამთარს მე-5 ტრანსფერი განახორციელეს. 28 წლის ფეხბურთელი ირაკლი ბიძინაშვილი კარიერას იბერიაში გააგრძელებს.
გასულ სეზონში ბიძინაშვილი ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელი იყო, იქამდე კი დინამო ბათუმსა და გორის დილაში გამოდიოდა. ბიძინაშვილი იბერიაში 2017 და 2018 წლებში თამაშობდა.
ეროვნული ლიგის ახალი სეზონი სტარტს 28 თებერვალს აიღებს. თბილისური კლუბი პირველ ტურში ტყიბულის მეშახტეს დაუპირისპირდება.













