რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ ქუთაისის ტორპედომ ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვლადიმერ მამუჩაშვილი დაიმატა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, დღეს კიდევ ერთი ტრანსფერი დადასტურდა და ხორვატი ფეხბურთელი მატეი სიმიჩი კარიერას ტორპედოში გააგრძელებს.
29 წლის სიმიჩი ამპლუით ცენტრალური მცველია და ის ბოლოს რუმინულ სეპსიში თამაშობდა. მანამდე კი მისი კარიერის უდიდესი ნაწილი ესპანეთის ჩემპიონატს უკავშირდება.
სიმიჩი არ არის პირველი ხორვატი, ვინც ტორპედოში ითამაშებს. იმერულ კლუბში მატეო იტრაკიც ირიცხება, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი წარმატებით ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ტორპედო წელს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს და მათი პირველი მეტოქე ყაზახურიორდაბასია.













