ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტოტენჰემი ახალი ფორვარდის დამატებას გეგმავს და სიაში ორი პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელია: აივან ტოუნი ბრენტფორდიდან და დომინიკ სოლანკე ბორნმუთიდან. ლონდონური კლუბი როგორც ერთ, ისე მეორე ფეხბურთელსაც უკვე დაუკავშირდა.
პოსტეკოგლუს ორივე ფორვარდი მოსწონს, თუმცა როგორც იწერება, სოლანკე მაინც #1 სამიზნეა. 26 წლის ინგლისელს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €75 მილიონი უწერია. ტოტენჰემი ამ თანხის გადახდას აპირებს თუ არა, ჯერჯერობით უცნობია, რადგან შეიძლება განიხილებოდეს შედარებით ნაკლები თანხის შეთავაზება. რაც შეეხება აივან ტოუნის, 28 წლის ფეხბურთელს ბრენტფორდთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე არ მუშაობენ, შესაბამისად, "ფუტკრები" ინგლისელი ფორვარდის სანაცვლოდ, დიდ სატრანსფერო თანხას ფიზიკურად ვერ მოითხოვენ.
ტოტენჰემი უახლოეს დღეებში სოლანკეს თაობაზე პირველ ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს და თუ მხარეებს შორის გარიგება არ შედგება, გუნდი თავიდან ბოლომდე ტოუნიზე გადაერთვება.













