როგორ ჩვენთვის ხდება ცნობილი, შეხვედრას დაესწრო ტრაბზონსპორის მთავარი მწვრთნელი სენოლ გიუნეში, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ ფეხბურთელს აკვირდებოდა, კერძოდ ოთარ კიტეიშვილსა და ლუკა ლოჩოშვილს. ჩვენი ინფორმაციით, თურქული გრანდი ორივე ფეხბურთელით სერიოზულად ინტერესდება და გუშინ გამართული მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელების აგენტს შორის შეხვედრაც კი შედგა. ცნობისთვის, კიტეიშვილისა და ლოჩოშვილს ერთი სააგენტო ჰყავთ (FA PLAYERS AGENTS).
ოთარ კიტეიშვილს შტურმთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, ისევე როგორც ლუკა ლოჩოშვილს კრემონეზესთან. ამ მომენტისთვის უცნობია ტრაბზონსპორი ამ ორ ტრანსფერს იანვრისთვის განიხილავს თუ ზაფხულისთვის. უახლოეს კვირებში, ქართველი ფეხბურთელების თურქეულ გუნდში პოტენციურ ტრანსფერებთან დაკავშირებით, უფრო მეტ ინფორმაციას შევიტყობთ.
ფოტო: Nakrebi.ge













