ოფიციალურად — ლუკას შევალიე პსჟ-ს ფეხბურთელია! პარიზულმა კლუბმა 23 წლის ფრანგი მეკარის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. პარი სენ-ჟერმენმა ახალგაზრდა მეკარის სანაცვლოდ ლილს დაახლოებით €55 მილიონი გადაუხადა.
პსჟ, რომ ლუკას შევალიეს ტრანსფერზე მუშაობდა, ამის შესახებ მიმდინარე წლის დასაწყისში გაცნობეთ. იმის ფონზე, რომ პარიზული კლუბი და ჯანლუიჯი დონარუმა ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებოდნენ, ლუიშ კამპუშმა ახალი მეკარის დამატება გადაწყვიტა, ლუკას შევალიე კი პსჟ-სთვის ყოველთვის #1 სამიზნე იყო.
ლუკას შევალიე ლილის აკადემიის აღზრდილია, პირველი გუნდის ღირსებას კი 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 127 მატჩის ჩატარება მოასწრო, კარი მშრალად კი 44-ჯერ შეინახა.













