შეთანხმება შედგა, ჟოან გარსია ესპანიოლიდან კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს! კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდი თანხა €25 მილიონი გააქტიურა. ესპანელი მეკარისთვის 5-წლიანი ხელშეკრულება გამზადებულია. გარსიას ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ჰანსი ფლიკის მოთხოვნით, კლუბმა ახალი მეკარის დამატება გადაწყვიტა. იმის მიუხედავად, რომ ბარსელონა ვოიცეხ შესნის შენარჩუნებას გეგმავს, კლუბში ფიქრობენ, რომ ახალი მეკარის დამატება საჭირო ნაბიჯი იყო. ხოლო რაც შეეხება მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, კლუბი გერმანელი მეკარის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს.
ჟოან გარსია ესპანიოლის აკადემიის აღზრდილია, 2021 წლიდან მოყოლებული კი პირველი გუნდის ღირსებას იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 67 მატჩის ჩატარება მოასწრო, საიდანაც 21-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.













