კონფერენს ლიგის მოგების შემდეგ, ჩელსიმ ზაფხულის პირველი ტრანსფერი დახურა — ლიამ დელაპი იფსვიჩიდან კარიერას ლონდონურ კლუბში გააგრძელებს! ჩელსიმ ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდი თანხის £30 მილიონის გადახდა გადაწყვიტა, შესაბამისად, ახლა მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა დარჩენილი. 22 წლის ინგლისელ ფორვარდს უახლოეს დღეებში ლონდონში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელშეკრულებას გააფორმებს.
ლიამ დელაპის დამატებას სხვა ევროპული გრანდებიც ცდილობდნენ. ჩელსისთან ერთად ყველაზე მეტად მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურობდა, თუმცა ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურდა, სწორედ ამიტომ უპირატესობა ლონდონურ კლუბს მიანიჭა.
ინგლისელი ფორვარდი მანჩესტერ სიტის აკადემიის აღზრდილია, იფსვიჩში კი 2024 წლის ზაფხულში გადაბარგდა. დელაპმა 2024/25 სეზონში 40 მატჩის ჩატარება მოასწრო, რა დროშიც 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ჩელსი ლიამ დელაპის ტრანსფერს ივნისის დასაწყისში გააოფიციალურებს.













