შეთანხმება შედგა — გიორგი გოჩოლეიშვილი შახტარიდან კარიერას ჰამბურგში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, ჩვენი ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს ხელს მოაწერს. 24 წლის ფლანგელი გერმანულ კლუბში 1-წლიანი იჯარით ითამაშებს, ჰამბურგს კი ფეხბურთელის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს შეეძლება.
შეგახსენებთ, გიორგი გოჩოლეიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით კოპენჰაგენში გაატარა. იმის მიუხედავად, რომ ქართველ ფეხბურთელს დანიაში დარჩენა სურდა, კლუბმა გიორგი მაინც არ გამოისყიდა და უკან, შახტარში დაბრუნდა.
ჰამბურგი ელიტაში წელს დაბრუნდა და მომდევნო სეზონს ბუნდესლიგაში გაატარებს.













