რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, რანდალ კოლო მუანი იუვენტუსში ბრუნდება! ტურინულმა კლუბმა და პარი სენ-ჟერმენმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 26 წლის ფრანგ ფორვარდს იტალიაში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. მხარეებს შორის დაახლოებით €60 მილიონიანი გარიგება შედგა.
შეგახსენებთ, რანდალ კოლო მუანი გასულ სეზონში იუვენტუსში იჯარის წესით თამაშობდა, "ბიანკონერის" კი ფეხბურთელის გამოსყიდვა არ შეეძლო. იმის ფონზე, რომ ფრანგი ფორვარდის ტრანსფერი დადებითად შეფასდა, ტურინელებმა ფეხბურთელის პირდაპირ ყიდვაზე დაიწყეს მუშაობა. საქმეში იყვნენ ნიუკასლი და საუდის კლუბებიც, თუმცა კოლო მუანის მხოლოდ იუვენტუსში დაბრუნდება სურდა.
რანდალ კოლო მუანიმ გასული სეზონის მეორე წრეში 22 მატჩს მოუყარა თავი, რა დროშიც 10 გოლის გატანა შეძლო, რასაც 3 საგოლე გადაცემაც დაუმატა. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, იუვენტუსი ფრანგ ფეხბურთელს მომდევნო დღეებში ოფიციალურად წარადგენს.













