რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ჯეიმი ვარდი კარიერას კრემონეზეში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 38 წლის ვეტერან ფორვარდს იტალიაში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მას შემდეგ, რაც ჯეიმი ვარდიმ ლესტერი დატოვა, ინგლისელი ფორვარდის დამატებას რამდენიმე კლუბი ცდილობდა. განიხილებოდა როგორც ინგლისში დარჩენა, ისე საუდის ლიგაში გადაბარგებაც, თუმცა ამის მიუხედავად, ფეხბურთელი ამ დრომდე თავისუფალი აგენტი იყო. კრემონეზე საქმეში სულ რამდენიმე დღის წინ ჩაერთო და როგორც ჩანს, ვარდის საუკეთესო პირობები შესთავაზა და ტრანსფერიც დაიხურა.
ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, კრემონეზე ჯეიმი ვარდის უახლოეს საათებში ოფიციალურად წარადგენს.













