შეთანხმება შედგა — ჯორდან ჰენდერსონი ბრენტფორდში ითამაშებს! მხარეებს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება. ვეტერანი ნახევარცმველი ინგლისურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა. 35 წლის ფეხბურთელმა აიაქსთან კონტრაქტი რამდენიმე დღის გაწყვიტა.
შეგახსენებთ, ჯორდან ჰენდერსონს პრემიერ ლიგაში თამაშის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ინგლისელი ნახევარმცველი 2006-2011 წლებში სანდერლენდში თამაშობდა, ხოლო 2011-2023 წლებში ლივერპულის ღირსებას იცავდა.
ჯორდან ჰენდერსონმა აიაქსის მაისურით ჯამში 57 მატჩის ჩატარება მოასწრო, რა დროშიც 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













