დადასტურებულად — ხამეს როდრიგესი კარიერას მინესოტა იუნაიტედში გააგრძელებს! მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება შედგა, გამოცდილ ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაერს. MLS-ს კლუბი 34 წლის მოთამაშეს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.
მას შემდეგ, რაც ხამეს როდრიგესმა ლეონი დატოვა, კოლუმბიელ ფეხბურთელს უამრავ კლუბს უკავშირებდნენ. განიხილებოდა როგორც საუდიში გადასვლა, ისე ევროპაში დაბრუნებაც, თუმცა ყველას მინესოტამ აჯობა და ფეხბურთელის ტრანსფერი დახურა.
ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, მინესოტა იუნაიტედი ხამეს როდრიგესის ტრანსფერს უახლოეს საათებში ოფიციალურად დაადასტურებს.













