დადასტურებულად — კრისტიან ერიქსენი კარიერას ვოლფსბურგში გააგრძელებს! მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება შედგა, ვეტერან დანიელ ფებხურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. კრისტიან ერიქსენი ვოლფსბურგთან 1-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
მას შემდეგ, რაც 33 წლის ნახევარმცველმა მანჩესტერ იუნაიტედი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ბევრი ვარაუდობდა, რომ ფეხბურთელი კარიერას MLS-ში ან საუდის ლიგაში გააგრძელებდა, თუმცა როგორც ჩანს კრისტიან ერიქსენს ევროპის დატოვება ჯერ არ სურდა. ინფორმაციისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბუნდესლიგის კიდევ ერთი ბინადარი კერძოდ ლევერკუზენი დანიელის დამატებას სერიოზულად განიხილავდა, თუმცა გარიგება ბოლო მომენტში აღარ შედგა. შემდეგ საქმეში ვოლფსბურგი ჩაერთო და ტრანსფერიც დაიხურა.
კრისტიან ერიქსენმა 2024/25 სეზონში მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში 35 მატჩის ჩატარება მოასწრო, რა დროშიც 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













