შეთანხმება შედგა — სამუელე რიჩი ტორინოდან კარიერას მილანში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, "როსონერი" 23 წლის იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ €25 მილიონამდე გადაიხდის. სამუელე რიჩისთვის 5-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია, ახალგაზრდა ნახევარმცველს ქალაქ მილანში მომდევნო კვირაში ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მილანი, რომ სამუელე რიჩის ტრანსფერზე მუშაობდა, ამის შესახებ მიმდინარე წლის დასაწყისში გაცნობეთ. "როსონერიმ" და იტალიელმა პირადი კონტრაქტი იანვრის თვეში შეათანხმეს, ტორინოსთან გარიგება კი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიხურა.
მილანი ამ ტრანსფერზე გაჩერებას არ აპირებს. "როსონერი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დაახლოებით 6-7 ფეხბურთელის დამატებასკიდევგეგმავს. შეგახსენებთ, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ლუკა მოდრიჩის გარიგება უკვე დახურა.













