
შვეიცარიელ შემტევს ნეაპოლში უახლოეს საათებში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. შეგახსენებთ, ნოა ოკაფორი რამდენიმე კვირის წინ ლაიფციგში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ნაპოლი 24 წლის შვეიცარიელის ტრანსფერს უახლოეს საათებში წარადგენს. იტალიურ გუნდს სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვა €23 მილიონად შეეძლება.















