რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ჯიოვანე ჰელას ვერონადან კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს! 22 წლის ბრაზილიელ ფორვარდს ნეაპოლში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
"პარტენოპეი" ჟიოვანეს სანაცვლოდ დაახლოებით €20 მილიონს გადაიხდის, ფეხბურთელი კი 4.5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
მას შემდეგ, რაც ნაპოლი ლორენცო ლუკამ დატოვა, ანტონიო კონტემ ახალი ფორვარდის დამატება მოითხოვა. განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატურა, თუმცა საბოლოო ჯამში არჩევანი ნიჭიერ ბრაზილიელ ფეხბურთელზე შეჩერდა. იმის მიუხედავად, რომ ჟიოვანეს დამატებას სხვა კლუბებიც ცდილობდნენ, "პარტენოპეიმ" ყველას აჯობა და გარიგებაც დახურა.
ჟიოვანე ჰელას ვერონაში 2025 წელს გადაბარგდა და მიმდინარე სეზონში 23 მატჩის ჩატარებაც მოასწრო. ახალგაზრდა შემტევმა ამ დროში თავი 3 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ნაპოლი 22 წლის ფორვარდის ტრანსფერს უახლოეს საათებში ოფიციალურად დაადასტურებს.













