ტრანსფერი დაიხურა — რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, მარკ გეჰი კრისტალ პალასიდან კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს!
25 წლის ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. მხარეებს შორის დაახლოებით £20/22 მილიონიანი გარიგება შედგა.
მას შემდეგ, რაც იოშკო გვარდიოლმა და რუბენ დიაშმა მძიმე ტრავმები მიიღეს, პეპ გვარდიოლამ ახალი ცენტრალური მცველის დამატება მოითხოვა, #1 სამიზნე კი თავიდანვე მარკ გეჰი იყო. იმის მიუხედავად, რომ კრისტალ პალასს კაპიტნის შუა სეზონში გაყიდვა არ სურდა, მანჩესტერ სიტიმ მოახერხა და ტრანსფერი მაინც დახურა.
შეგახსენებთ, მანჩესტერ სიტიმ მიმდინარე თვეში ანტუან სემენიოც დაიმატა. დიდი ალბათობით, "ქალაქელები" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მეტ ფეხბრუთელს აღარ დაიმატებენ.













