ტრანსფერი დაიხურა — რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ანტუან სემენიო ბორნმუთიდან კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს!
"ქალაქელები" 25 წლის განელი ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაწერილ გამოსასყიდ თანხას უახლოეს საათებში გააქტიურებენ, რის შემდეგაც პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ვინგერი ქალაქ მანჩესტერში გაემგზავრება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტარქტს ხელს მოაწერს. მანჩესტერ სიტის ანტუან სემენიოს ტრანსფერი £65 მილიონი დაუჯდება.
იმის მიუხედავად, რომ საქმეში ლივერპული, ჩელსი, ტოტენჰემი და მანჩესტერ იუნაიტედიც იყო, ანტუან სემენიომ კარიერის გაგრძელება მაინც მანჩესტერ სიტიში გადაწყვიტა. პეპ გვარდიოლას განელი შემტევის დამატება ძალიან სურდა, სწორედ ამიტომ, ფეხბურთელმა სწორედ მანჩესტერ სიტიში გადასვლა არჩია.
ანტუან სემენიო ბორნმუთის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. განელმა ფეხბურთელმა ამ დროში 106 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 30 გოლი და 13 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













