შეთანხმება შედგა — სონ ჰინ მინი ტოტენჰემიდან კარიერას ლოს ანჯელესში გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, 33 წლის ფეხბურთელს ამერიკაში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ლოს ანჯელესი გამოცდილი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით £15 მილიონს გადაიხდის.
სონი, რომ ტოტენჰემის დატოვებას გეგმავდა, ამის შესახებ ფეხბურთელმა ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ თავად დაადასტურა. პრემიერ ლიგის ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ვინგერი თვლიდა, რომ ტოტენჰემში საკუთარი თავი ამოწურა და კარიერის სხვაგან გაგრძელება სწორი ნაბიჯი იქნებოდა. განიხილებოდა ევროპაში დარჩენაც, თუმცა სონს MLS-ში თამაში ყოველთვის სურდა.
სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი ტოტენჰემის ღირსებას 2015 წლიდან მოყოლებული იცავდა. სონმა ამ დროში 454 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 173 გოლი და 101 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













