შეთანხმება შედგა — თომას მიულერი ბაიერნიდან კარიერას ვანკუვერ ვაითქეფსში გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი MLS-ის კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. თომას მიულერს კანადაში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მას შემდეგ, რაც თომას მიულერმა ბაიერნი დატოვა, 35 წლის ფეხბურთელის გარშემო ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. განიხილებოდა როგორც კარიერის დასრულება, ისე ევროპაში დარჩენაც, თუმცა ვეტერან ფეხბურთელს MLS-ში თამაშის დიდი სურვილი ყოველთვის ჰქონდა.
შეგახსენებთ, თომას მიულერმა ბაიერნის რიგებში 756 მატჩის ჩატარება მოასწრო, რა დროშიც 250 გოლი გაიტანა და 276 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













