სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, ყველა ქართველი და რომაელი გულშემატკივარი
საბა გოგლიჩიძის ტრანსფერს ელოდებოდა. 20 წლის ცენტრალურ მცველს იტალიის დედაქალაქში დღეს დილით ელოდებოდნენ, თუმცა ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. იმის მიუხედავად, რომ სამივე მხარე — ემპოლი, რომა და ფეხბურთელი გარიგებაზე შეთანხმებულები იყვნენ, ტრანსფერი მაინც აღარ განხორციელდება.
რომა საბა გოგლიჩიძის მაგივრად, გალათასარაის 26 წლის მცველს, ვიქტორ ნელსონს დაიმატებს. დანიელ ფეხბურთელს იტალიაში უახლოეს საათებში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მხარეებს შორის 6-თვიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება, რომას კი ფეხბურთელის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს შეეძლება.