რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა — ვიქტორ გიოკერეში სპორტინგიდან კარიერას არსენალში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 27 წლის შვედ ფორვარდს ლონდონში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. "მეთოფეები" გიოკერეშის სანაცვლოდ €73.5 მილიონს გადაიხდიან, ხოლო თავად ფეხბურთელი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
არსენალი, რომ ვიქტორ გიოკერეშით ინტერესდებოდა, ამის შესახებ პირველად მიმდინარე წლის დასაწყისში გაცნობეთ. კლუბის ახალ სპორტულ დირექტორს ანდრეა ბერტას შვედი გოლეადორი ყოველთვის მოსწონდა, სწორედ ამიტომ არსენალში დანიშვნის შემდეგ, კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ საქმეში სხვა ტოპ კლუბებიც იყვნენ, მიკელ არტეტას გუნდმა ყველას აჯობა — ვიქტორ გიოკერეში "მეთოფე" გახდება!
ვიქტორ გიოკერეში სპორტინგის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. შვედმა ფორვარდმა ამ დროში 102 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 97 გოლი და 28 საგოლე გადაცემითაცგამოიჩინათავი.













