არსენალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გააქტიურდა. "მეთოფეებმა" რამდენიმე საათის წინ ვიქტორ გიოკერეშის გარიგება დახურეს, თუმცა მიკელ არტეტას გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.
შემდეგი ფეხბურთელი, რომელიც დიდი ალბათობით არსენალის ფორმას მოირგებს კრისტიან მოსკერაა! ლონდონური კლუბი და ვალენსია შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან — საუბარია დაახლოებით €18-20 მილიონიან გარიგებაზე. ესპანელი მცველისთვის 5-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 21 წლის ფეხბურთელი ლონდონში უახლოეს საათებში გაფრინდება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
კრისტიან მოსკერა ვალენსიას აკადემიის აღზრდილია, პირველ გუნდში კი 2023 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა ამ დროში 90 მატჩის ჩატარება მოასწრო.
ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, არსენალი უახლოეს 7-10 დღეში 3 ფეხბურთელს წარადგენს: ნონი მადუეკე, ვიქტორ გიოკერეში და კრისტაინ მოსკერა.













