რამდენიმე საათის წინ დაწყებული მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, დრო ფერნანდესი ბარსელონადან კარიერას პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს!
პარიზელები 18 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაწერილ გამოსასყიდ თანხას უახლოეს საათებში გააქტიურებენ, ხოლო რაც შეეხება პირად ხელშეკრულებას, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის 4.5-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია. პსჟ დრო ფერნანდესს სულ რაღაც €6 მილიონად დაიმატებს.
იმის მიუხედავად, რომ ჰანსი ფლიკს დრო ფერნანდესის გაყიდვა არ სურდა, პარი სენ-ჟერმენმა ფეხბურთელის დაყოლიება მაინც მოახერხა და გარიგებაც დაიხურა. ლუის ენრიკეს ესპანელი ნახევარმცველის დამატება ძალიან სურდა, რადგან ფიქრობს, რომ 18 წლის მოთამაშეს ძალიან დიდი მომავალი აქვს.
დრო ფერნანდესი ბარსელონას აკადემიის აღზრდილია, პირველ გუნში კი უკვე 5 მატჩი მოუგროვდა. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, პსჟ ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერს მომდევნო კვირაში ოფიციალურად დაადასტურებს.













