ნაპოლიში ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ. როგორც მოგეხსენებათ, კლუბმა ლუკა მარიანუჩისა და კევინ დე ბრუინის ტრანსფერები უკვე დახურა, თუმცა "პარტენოპეი" ამაზე გაჩერებას არ აპირებს. სულ ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანტონიო კონტეს გუნდი იუნუს მუსას ტრანსფერზე მუშაობს!
როგორც ცნობილი ხდება, ნაპოლი და მილანი 22 წლის ამერიკელი ფეხბურთელის გარიგებაზე უკვე რამდენიმეა დღეა, რაც მუშაობენ. ანტონიო კონტეს ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება ძალიან სურს, შესაბამისად, დღევანდელი მოცემულობით ამ გარიგების განხორციელების შანსი საკმაოდ დიდია. თავად ფეხბურთელს მილანის დატოვება და კარიერის ნაპოლიში გაგრძელება სურს, რაც "პარტენოპეის" საქმეს უმარტივებს.
"როსონერი" ამერიკელ ფეხბურთელს დაახლოებით €25-30 მილიონად აფასებს, ნაპოლი პირველ ოფიციალურ შეთავაზებას კი უახლოეს დღეებში გააკეთებს.













