ვირჯილ ვან დაიკი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და მო სალაჰი — სამივე ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და ამ დრომდე, არც ერთ მათგანთან, ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება. მო სალაჰმა უკვე ისაუბრა თუ რა სიტუაციაა მის გარშემო, ახლა კი ამ სტატიაში ტრენტზე მოგაწვდით ბოლო ინფორმაციას.
აკადემიიდან გუნდის ლიდერობდამდე — ტრენტი ლივერპულში სხვანაირად უყვართ, რადგან სხვებზე მეტად, მას უფრო თვლიან თავისიანად. თუმცა ყველა ფეხბურთელის კარიერაში შეიძლება დადგეს ის პერიოდი, როცა ახალ გამოწვევაზე იწყებენ ფიქრს და ზუსტად ეს საკითხი შეიძლება დადგეს სეზონის ბოლოს. ლივერპული მო სალაჰისგან განსხვავებით, ტრენტთან მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე თვეა რაც აწარმოებს, თუმცა ინგლისელთან შეთანხმება მაინც ვერ ხერხდება. ამის მთავარ მიზეზად ინგლისური მედიები პირველ რიგში ფინანსებს ასახელებენ. 26 წლის განაპირა მცველი საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვს, მეტიც, საუბარია მო სალაჰზე და ვირჯილ ვან დაიკზე დიდ ანაზღაურებაზე, რაც გუნდისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.
რეალ მადრიდი ტრენტის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება, სამეფო კლუბი ფეხბურთელის აგენტთან მუდმივ კონტაქტზეა. ფლორენტინო პერესი ყველაფერს აკეთებს ფეხბურთელის დასამატებლად და კლუბში სჯერათ, რომ ზაფხულში გარიგება შედგება. არნოლდს ახალ კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება 2025 წლის 1 იანვრიდან შეეძლება — ეს ლივერპულში კარგად იციან და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, უფროსობა ყველაფერს აკეთებს ფეხბურთელის შესანარჩუნებლად. მხარეებს შორის მოლაპარაკებები სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.
ტრენტი ლივერპულის პირველ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს. ამ დროში ინგლისელმა 325 თამაშის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 19 გოლი და 83 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ფეხბურთელმა გუნდთან ერთად პრემიერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და სხვა უამრავი ტიტულის მოგება მოახერხა.
უახლოეს კვირებში, ტრენტის გარშემო უფრო მეტი სიახლე გახდება ცნობილი.