ინგლისელ განაპირა მცველს ორი არჩევანი აქვს: ლივერპულში დარჩენა და ახალი კონტრაქტის გაფორმება ან კარიერის ესპანეთში, კერძოდ რეალ მადრიდში გაგრძელება. გადაწყვეტილი ამ დრომდე არაფერია, თუმცა სეზონის დასრულებას რაც უფრო მივუახლოვდებით, ინგლისელის მერსისაიდული კლუბიდან წასვლის შანსები სულ უფრო და უფრო გაიზრდება.
რეალ მადრიდში სჯერათ, რომ 26 წლის ფეხბურთელი ზაფხულში სამეფო კლუბს აუცილებლად შეუერთდება, მეტიც, ფლორენტინო პერესი ტრენტს მინიმუმ 4-წლიან კონტრაქტსა და სოლიდურ ხელფასს სთავაზობს, რასაც დიდი ბონუსებიც ემატება. მეორეს მხრივ, ლივერპული დანებებას არ აპირებს, თუმცა როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, დრო ენფილდის ბინადრების წინააღმდეგ მუშაობს. მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას უკვე რამდენიმე თვეა რაც ვერ ახერხებენ, ამას კი ორი მიზეზი აქვს: ხელფასი და ახალი გამოწვევა.
ფეხბურთელის იანვარში გაყიდვა არ განიხილება, ამის შესახებ ლივერპულიდან რეალ მადრიდის წარმომადგენლებს უკვე განუცხადეს. არნე სლოტის გუნდი სეზონის ბოლომდე ყველა ლიდერის შენარჩუნებას გეგმავს, თუმცა ზაფხულში შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს — შეგახსნებეთ, ტრენტის მსგავსად კონტრაქტები მო სალაჰსაც და ვირჯილ ვან დაიკსაც ეწურებათ და ზაფხულში ისინიც თავისუფალი აგენტები ხდებიან.













