ესპანური გრანდი, რომ ტრენტის ტრანსფერზე მუშაობდა, ამის შესახებ პირველად ინფორმაცია დაახლოებით ერთი წლის წინ გავრცელდა. ფლორენტინო პერესი ამ გარიგებაზე პირადად მუშაობდა და როგორც ჩანს საქმე ბოლომდე მიიყვანა. ლივერპული და ინლისელი განაპირა მცველი ახალ ხელშეკრულებაზე ერთ წელზე მეტი მუშაობდნენ, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს.
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ლივერპულის აკადემიის აღზრდილია, 2016 წლიდან მოყოლებული კი პირველ გუნდში თამაშობს. ამ დროში ინგლისელმა ფეხბურთელმა 349 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 22 გოლი და 87 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
ბოლო მომენტში თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი რეალ მადრიდის ფეხბურთელი 1 ივლისს გახდება. სამეფო კლუნი 26 წლის ფლანგის მცველს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.














