რამდენიმე დღის წინ როგორც გაცნობეთ, რეალ მადრიდმა 2026/27 სეზონის პირველი ტრანსფერი ფაქტობრივად დახურა. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ნიკო პასი კომოს დატოვებს და სამეფო კლუბში დაბრუნდება, თუმცა ჩაბი ალონსოს გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.
რაც შეეხება სხვა პოტენციურ სამიზნეებს, რეალ მადრიდი მომდევნო სეზონისთვის როგორც მინიმუმ ერთ ახალ ცენტრალურ მცველს დაიმატებს, მთავარი სამიზნე კი ცნობილია — ჩაბი ალონსოს რჩეული იბრაჰიმა კონატეა!
რეალ მადრიდი ფრანგი ფეხბურთელის დამატებას 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც განიხილავდა, თუმცა ლივერპულმა მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი განაცხადა, შესაბაბმისად, გარიგება აღარ შედგა, თუმცა ამით სიტუაცია არ შეცვლილა, ჩაბი ალონსოს 26 წლის მცველის დამატება კვლავ სურს.
რაც შეეხება ლივერპულის პოზიციას, მერსისაიდელები ბოლო მომენტამდე შეეცდებიან ფეხბურთელის შენარჩუნებას, თუმცა მხარეები ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას თუ ვერ მოახერხებენ, არნე სლოტის გუნდი ფრანგ ფეხბურთელს უფასოდ შეელევა. იბრაჰიმა კონატეს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.













