"ტრენტი მადრიდისტა უნდა გახდეს" - კლუბის შიგნით ამ წინადადებას ხშირად იმეორებენ, რადგან სჯერათ, რომ ეს ტრანსფერი აუცილებლად შედგება.
ლივერპული და ინგლისელი მცველი ახალ კონტრაქტზე ერთ წელზე მეტია, რაც მუშაობენ, თუმცა მხარეები შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ფინანსური საკითხის გარდა, ინგლისელი მცველი ახალ გამოწვევაზეც ფიქრობს. ფეხბურთელთან დაახლოებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ტრენტი ფიქრობს, რომ ლივერპულში ყველა დასახულ მიზანს მიაღწია და მისთვის რეალ მადრიდში გადასვლა, კარიერისთვის სწორი ნაბიჯი იქნება.
მერსისაიდული კლუბი ბოლომდე ბრძოლას აპირებს. უფროსობა ყველაფერს აკეთებს ტრენტის შესანარჩუნებლად, თუმცა დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს. ამ ყველაფერს ემატება მო სალაჰისა და ვირჯილ ვან დაიკის კონტრაქტებიც. შეგახსნებეთ, სამივე მათგანი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.















