რა სიტუაციაა მო სალაჰისა და ვირჯილ ვან დაიკის ახალ კონტრაქტებზე?
ლივერპულში სჯერათ, რომ ტრენტის წასვლის მიუხედავად, მო სალაჰსა და ვირჯილ ვან დაიკს შეინარჩუნებენ. მხარეები ახალ კონტარქტებზე მუშაობას აგრძელებენ, მეტიც, თუ ნიდერლანდელ ცენტრალურ მცველს დავუჯერებთ, პროგრესი არის, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი შანსია უახლოეს კვირებში საბოლოო შეთანხმებაც კი შედგეს.
"ახალი კონტრაქტი? დიახ, პროგრესი არის. დავრჩები თუ არა ლივერპულში? ამაზე საბოლოო პასუხი არ მაქვს. მისმინეთ, მე ეს კლუბი და მისი ფანები მიყვარს, ამ მომენტისთვის სათქმელი სხვა არაფერი მაქვს", - განაცხადა ვირჯილ ვან დაიკმა.
რაც შეეხება მო სალაჰს, ეგვიპტურ ადგილობრივ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, ფეხბურთელს მხოლოდ ლივერპულში დარჩენა სურს, რაც კლუბს საქმეს შედარებით უმარტივებს. შეიძლება მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არ არიან, მაგრამ ფაქტია მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.
ლივერპულში ფიქრობენ, რომ სეზონის დასრულებამდე როგორც ვირჯილ ვან დაიკი, ისე მო სალაჰიც ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.