გავლენიანი ფრანგული გამოცემები საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — მიმდინარე სეზონის ბოლომდე ბრედლი ბარკოლა და პარი სენ-ჟერმენი ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას თუ ვერ მიაღწევენ, ზაფხულში პარიზული კლუბი 23 წლის ვინგერის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს!
როგორც ჩანს ლუიშ კამპუშმა მომავალზე ფიქრი უკვე დაიწყო და მისი შემდეგი დავალება სწორედ ბრედლი ბარკოლას საკითხის გადაჭრაა. შეგახსენებთ, ფრანგი ვინგერი 2025 წლის ზაფხულში ბევრი გამოცემის სასაუბრო თემა იყო, რადგან ფეხბურთელის დამატებას ბაიერნი და ლივერპული ცდილობდნენ, თუმცა მაშინ ბრედლი ბარკოლა პარიზში დარჩა. მას შემდეგ იყო ვარაუდი, რომ მხარეები ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებდნენ, თუმცა როგორც ჩანს შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
ბრედლი ბარკოლას პარი სენ-ჟერმენთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, მისი სატრანსფერო ფასი არათუ იზრდება, არამედ ყოველთვიურად კლებაში მიდის. სწორედ ამიტომ, მხარეები ახალ ხელშეკრულებას მომდევნო თვეებში თუ არ გააფორმებენ, დიდი შანსია ფრანგმა შემტევმა ახალი სეზონი, ახალ გუნდში დაიწყოს. ახალგაზრდა შემტევის სიტუაციას ტოპ კლუბები უკვე ყურადღებით აკვირდებიან.













