"ნება მომეცით გულწრფელი ვიყო, რა იქნება მომავალში, ამ მომენტისთვის ნამდვილად არ ვიცი. რამდენიმე თვის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ გალათასარაიში სათამაშოდ მოვიდოდი და ბევრს ეგონა, რომ იანვარში აქედან წავიდოდი.
არ ვიცი, რა იქნება ზაფხულში, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ შეყვარებული ვარ გალას გულშემატკივრებზე, მიყვარს ეს კლუბი, პრეზიდენტი, პერსონალი... მიყვარს ყველა, ვინც გალათასარაისთან არის დაკავშირებული. ჩემთვის ნამდვილად პრივილეგიაა აქ ყოფნა და ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ კლუბის მაისურით თამაშით."
შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენი გალათასარაიში იჯარის წესით თამაშობს. ნიგერილეი ფორვარდი ამ დრომდე ნაპოლის საკუთრებაში იმყოფება.
















